Sunday, April 15, 2012

ვიზიტი ,,CERN"-ში

      2011 წლის იანვარში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარე მიწისქვეშა ლაბორატორია ,,CERN"-ის მიწვევით ,,მასწავლებელთა პროგრამის" ფარგლებში და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოდან 14 ფიზიკის მასწავლებელი ვიმყოფებოდით ამ ეგრედ წოდებულ ,,ფიზიკოსთა მექაში", რომელსაც მეცნიერებმა ,,ბირთვული ხანის პირამიდა" უწოდეს.

    ,,CERN"–ის მიზანია, რომ ამ პროგრამის საშუალებით თანამედროვე სკოლებში შეიტანოს ინფორმაცია, რომ მოტივირებულმა და თავდაჯერებულმა მასწავლებლებმა გაზარდონ მოსწავლეთა მეცნიერული წიგნიერება.

    პროფესიული განვითარების ცენტრთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ცერნიდან დაბრუნების შემდეგ, 21–23 თებერვალს ჩავატარე ტრენინგები ახალციხის რაიონის ფიზიკის მასწავლებლებისთვის, რათა მათთვის გამეცნო ცერნის მისია და სხვა საინტერესო ფაქტებთან ერთად გადამეცა ინფორმაცია იქ მომუშავე ქართველი მეცნიერების უდიდესი როლის შესახებ, რაც ჩემი აზრით მოსწავლეთა მოტივირებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

      ამ პროგრამის ხელმძღვანელის, ბატონი მიქ სთორის სიტყვები დღესაც თან დამყვება:

    ,,ნებისმიერი სრულყოფილი და არაჩვეულებრივი ტექნოლოგია არის განუყოფელი მაგიისაგან. თქვენ საკლასო ოთახებში გვინდა შეიტანოთ ცერნის მაგია, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში ცოტაოდენი მაგიით.

        იყავით გულწრფელები და მოსწავლეებს აუხსენით, რომ თქვენ ყველაფერი არ იცით და არც მეცნიერებმა არ იციან ყველაფერი, მათაც აქვთ პასუხგაუცემელი კითხვები და თაობა, რომელიც გააკეთებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს, არის მათი თაობა".

სერტიფიკატი


No comments:

Post a Comment